left_sabechdi

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა არნემის „ვიტესს“ პროფესიონალურ ლიგებში ასპარეზობის უფლება ჩამოართვა

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა არნემის „ვიტესს“ პროფესიონალურ ლიგებში ასპარეზობის უფლება ჩამოართვა.

კლუბს ფინანსური ვალდებულებების მოგვარებისთვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადა 24 ივნისამდე ჰქონდა, რაც ვერ მოახერხა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ვიტესი“ მომდევნო სეზონიდან მხოლოდ სამოყვარულო ლიგებში ითამაშებს. ვერდიქტის გასაჩივრებისთვის კლუბს ხუთი დღე აქვს.

წლების განმავლობაში არნემული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია იყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან ერთად „ვიტესმა“ 2017 წელს ნიდერლანდების თასი მოიგო.

სხვადასხვა დროს ამ გუნდის რიგებში ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურიაც თამაშობდნენ.

ასევე იხილეთ