left_sabechdi

ვილი სანიოლი: თუ მცირე შანსი მაინც იქნება, კიტეიშვილს პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში გამოვიყენებთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გელზერკირხენის „ველტინს არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდი პორტუგალიასთან ჩაატარებს.

„აქ წინა შეხვედრებზე სასაუბროდ არ ვარ. წინ პორტუგალიასთან მატჩი გველის. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის მოედანზე თურქეთთან შემოვიდა, ჩეხეთთან კი სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე. გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საფეხბურთო შეხედულებებით ვხელმძღვანელობ. ვინ ითამაშებს და ვინ – არა, ჩემი გადასაწყვეტია.

კიტეიშვილის თამაშს რაც შეეხება, პირველ ორ მატჩში ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა მზად იქნება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ. პორტუგალია ძლიერი გუნდია და თუ მცირე შანსი მაინც იქნება, მას გამოვიყენებთ. აქ ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. ვინმეს რომ ეთქვა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნებოდა, ვერ დავიჯერებდი“, – განაცხადა სანიოლმა.

ასევე იხილეთ