left_sabechdi

მაია სანდუ: ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია

ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია”, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე წერს.

„დღეს, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებენ. ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მაია სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებსა და ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისე როგორც არასდროს, მზად ვართ ჩვენი მოქალაქეების მისწრაფებები, გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი, განვახორციელოთ“, – წერს კრისტინა გერასიმოვი.

ასევე იხილეთ