left_sabechdi

აკაკი ჯინჭარაძემ თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარაძალოსანმა +107კგ-ში 242 კილოგრამი დაძლია და პირადი რეკორდი დაამყარა. ჯინჭარაძე ნაჩვენები შედეგით პარალიმპიურითამაშების მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

თბილისურ ტურნირზე 71 ქვეყნის პარასპორტსმენიმონაწილეობს, მათ შორის 22 ქართველი. თბილისი პარაწოლჭიმში ასეთი მაღალი რანგის ტურნირს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. შეჯიბრება საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

შეგახსენებთ, რომ პარასპორტის ამ სახეობაში პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაწოლჭიმელი, ევროპის ჩემპიონი აკაკი ჯინჭარაძე იასპარეზებს.

ასევე იხილეთ