ანზორ მექვაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განვლილ მატჩებსა და პორტუგალიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან დასანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგების შანსი ხელიდან გავუშვით. ეს ემოციური ამბავია, მაგრამ უკვე პორტუგალიასთან თამაშზე ვფიქრობთ.
ევრო 2024-მდე ნაკრების ძირითად შემადგენლობაში საწყისი ორი უმნიშვნელოვანესი თამაშის ჩატარება მომიხდა. ეს დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა. თამაშები მართლაც ძალიან რთული იყო. ამიტომაც მიხარია, ოთარის არყოფნაში მწვრთნელი რომ მენდო.
ჯერჯერობით კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ რა იქნება მომავალში, არ ვიცი. ამას მომავალი გვაჩვენებს. ჩავალ გუნდში და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდება“.