leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ანა ფოტიგა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა სააკაშვილის საკითხს აყენებს

ფაქტია, რომ ანა ფოტიგა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა სააკაშვილის საკითხს აყენებს, რაც არის დაუშვებელი და აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის სააკაშვილის ოჯახისგან, ლობისტებისგან ფინანსდება და ეს ინტერესი გააჩნია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებამ იცის, რომ ივნისში არის ევროპარლამენტის არჩევნები. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ასეთი ადამიანები, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საკუთარ მანდატს და მტრობენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, მომდევნო პარლამენტში ადგილს ვეღარ იპოვიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები შევიდა.

ევროპარტლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ასევე იხილეთ