leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: მარგინალური ოპოზიცია მუდმივად საბოტაჟის რეჟიმშია

„მარგინალური ოპოზიცია რომ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმშია და ამას ხან ბოიკოტს არქმევს, ხან მივლინებას და ხან მოგზაურობას საქართველოს გარშემო, ეს არახალია”,- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

“ადამიანები, რომლებიც 7-8 თვის განმავალობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ, შემდეგ შემობრძანდნენ და არაფრით არიან დაკავებულები გარდა მავნებლობისა, დესტრუქციისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისა, ახლა საქართველოს კუთხეებში დაიარებიან. რა ანგარიშს აბარებენ? ძალიან მინდა ვკითხო, რა გააკეთეს? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება საზოგადოებას და ზოგადად, საქართველოს სუვერენულ და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ