leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: ყველა ვხედავთ, რომ ლგბტ პროპაგანდა მსოფლიოში უკვე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს

“ყველა ვხედავთ, რომ ლგბტ პროპაგანდა მსოფლიოში უკვე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს”, – ამის შესახებ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ამ საკითხისადმი ოპოზიციის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„ეს თემა დღეს გავა განხილვაზე. აუცილებლად იქნება კენჭისყრა და საშემოდგომო სესიაზე ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ისინი ეფექტურად იყენებენ ბოიკოტის თემას, რომ როგორმე არ ჩაერთონ ამ თემის განხილვაში, იმიტომ რომ რეალურად არ უჭერენ მხარს იმას, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კირცხალიამ.

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებს. ოპოზიციის უმრავლესობა საკითხის განხილვას ბოიკოტს უცხადებს.

ასევე იხილეთ