top_leaderboard
left_sabechdi

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებმა ძალიან საინტერესო ფეხბურთი აჩვენა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა გელზენკირხენში „აუფ შალკე არენაზე“ დაგეგმილ მატჩამდე საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

„სამართლიანი თამაშის წესების დაცვა აუცილებელია, საქართველოსთან მნიშვნელოვანი თამაში გველის, ვინაიდან შედეგზე დამოკიდებულია, ჩვენი ჯგუფიდან ვინ ითამაშებს შემდეგ ეტაპზე და ვინ – ვერა. გამარჯვებისთვის ვემზადებით. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან საინტერესო ფეხბურთი აჩვენა – ქართველ ფეხბურთელებს წარმატების მიღწევა თურქეთთანაც ​შეეძლოთ და ჩეხეთთანაც, აქედან გამომდინარე, ყურადღების მოდუნების უფლება არ გვაქვს. მზადება სრული კონცენტრაციით უნდა განვაგრძოთ და გავიმარჯვოთ.

ჯერჯერობით პლეი ოფის მატჩებზე არ ვფიქრობთ, ახლა საქართველოსთან თამაშია ჩვენთვის მთავარი. მომდევნო შეხვედრებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით.

შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასევე კარში იქნება დიეგო კოშტა, ვინაიდან არ მიყვარს მეკარეების ხშირი როტაცია. ასე რომ, შემადგენლობაში კარდინალურ ცვლილებებს არ ვგეგმავთ, მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდით გავალთ და მოსაგებად ვიბრძოლებთ“.

ასევე იხილეთ