leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ანა ფოტიგას მიერ რეზოლუციაში შეტანილი შესწორება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ზეწოლა მოახდინონ სალომე ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი შეიწყალოს

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას აქტიურობა და მისი ინიციატივები მაკა ბოჭორიშვილს აფიქრებინებს, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში შეტანილი შესწორება სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ლობისტური კამპანიის შედეგია.

როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „ქრონიკასთან“ აცხადებს, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა მოახდინონ.

ანა ფოტიგას მიერ შეტანილი შესწორება რეზოლუციაში არის ზოგადად იმ ლობისტური კამპანიის ნაწილი, რაც მიმდინარეობს უკვე წლებია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, თუ დახსნის მოთხოვნით. ის ემსახურება ერთადერთ მიზანსდააზიანოს საქართველოს ინტერესები და მოახდინოს ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მან გამოიყენოს უფლება, რომელიც შედეგად მოიტანს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ასევე იხილეთ