leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: ვენეციის კომისიის დასკვნით გაოგნებული ვართ

“ვენეციის კომისიის დასკვნით გაოგნებული ვართ, რანაირი კომისიაა? დასკვნაში ყველაფერი საპირისპირო ჩაწერეს, ეს არის შეურაცხყოფა ტრადიციის, ისტორიის”,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას გამოეხმაურა.

“მნიშვნელოვან ცვლილებებს, როცა ვამზადებთ, ყოველთვის უზრუნველვყოფთ ვენეციის კომისიის ჩართულობას პროცესში, მაგრამ ახლა გაოგნებული ვიყავით, როცა ვენეციის კომისიის დასკვნა წავიკითხეთ. ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ წერია, რეკომენდაციას თუ არ გაითვალისწინებთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოს და შვილის აყვანაზე პრობლემა არ შეექმნასო. გაოგნებული ვართ, ვენეციის კომისიაა თუ რანაირი კომისიაა? – ან საქართველოს ისტორია, ტრადიცია და მართლმადიდებლობა შეისწავლონ, ან არ ვიცი. დასკვნაში ყველაფერი საპირისპირო ჩაწერეს. ეტყობა ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ეს არის შეურაცხყოფა მართლმადიდებლობის, ტრადიციის და ისტორიის. არ ვიცი, კომისიაზე ზეწოლას ვინ ახორციელებს, მაგრამ საქართველოში არ იქნება არც ერთნაირსქესიანთა ქორწინება და არც ლგბტ პროპაგანდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე იხილეთ