25 ივნისს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც c ჯგუფში, ინგლისი სლოვენიას, ხოლო დანია სერბეთს დაუპირისპირდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ეს მატჩი უგოლოდ დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა კი მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა. საუთგეიტის გუნდი სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკეს.
ამ კრიტიკაში ჩვენთვის სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი, მერვედფინალში გასვლის უფრო ღირსეულ კანდიდატად, “სამ ლომზე” მეტად საქართველოს მიიჩნევს: