leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია დამოკიდებულია უცხოურ განცხადებებზე

“ოპოზიციის მხრიდან დეკლარაციის ბრიუსელში გაფორმება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ისინი არ არიან ქართველი ერის ინტერესების გამომხატველი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია მხოლოდ უცხოეთზე. იქიდან კეთდება ის განცხადებები, რომ როგორმე ოპოზიციას ჟანგბადი მისცენ, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ისინი დამოკიდებული არიან უცხოურ განცხადებებზე. მათი მხრიდან დეკლარაციის ბრიუსელში გაფორმებას პროპაგანდისტული ძალა აქვს. ეს არის იმის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ისინი არიან უცხოეთის წარმომადგენლები და არა ქართველი ერის ინტერესების გამომხატველი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხთან”.

ცნობისთვის, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩმა – მეტმა თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბრიუსელში ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ასევე იხილეთ