leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას არ მოაქვს – საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან

„ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან.

„ისინი რას შვრებიან, იცით? გამოიკვლევენ, რომ ერთად ვერ გვამარცხებენ, მერე გაიშლებიან, მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალ-ცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ, შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ, რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი კი არა, რეალური რეიტინგი. აქედან გამომდინარე, დაიშალნენ, გატესტეს, ნახეს, რომ არა, რაღაცა პრობლემა აქვთ – ახლა იკვრებიან ისევ. არადა, იმ შეკრულზე და ერთად, რეალურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველა ნაცები არიან ეგენი, ნიკა მელია და გვარამია არ არიან ნაცებიო, რომ ლაპარაკობთ, მგონი, უკვე ჩვენს თავს აღარ ვცემთ პატივს. ექვსი პარტიის წარმომადგენლების ლიდერებიდან ერთი მათი რეკეტიორი იყო და ხუთი პარტიის თავმჯდომარე. ექვს თუ ოთხ პარტიად გვევლინებიან. არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან არიან მწამებლები, არიან ავტორები იმ რეჟიმისა, ყველანი ერთად და მოპასუხეები, თანამზრახველები და პასუხისმგებლები იმისა, რასაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ერქვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ