leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სამართლებრივ არგუმენტებს არ ეფუძნება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა. სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სამართლებრივ არგუმენტებს არ ეფუძნება და პოლიტიკური მეინსტრიმის გადამღერებაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ვითხოვთ, რომ ვენეციის კომისია სამართლებრივ საკითხს როცა იხილავს, სამართლებრივი არგუმენტი წარადგინოს და ეს არგუმენტები, სულ მცირე, ევროპულ პრაქტიკასთან უნდა იყოს თანხვედრაში. რატომ აქვთ დამოკიდებულება, რომ საქართველო ისეთი ექსპერიმენტების ადგილი და ქვეყანა უნდა იყოს, როგორი რეგულაციებიც ევროპაში არ არის?“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გუშინ გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ