“ალბათ, სჯობდა კითხვაზე ისევ გეპასუხათ: რატომ? – იმიტომ – მომაწერეთ კითხვა, რომელიც საერთოდ არ დამისვამს”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„ბატონო გიორგი, უნდა ვაღიაროთ, რომ ალბათ, სჯობდა კითხვაზე გეპასუხათ: რატომ? – იმიტომ. ეს უფრო რელევანტური იქნებოდა. მაგას გავიგებდით. აბსურდია ახლა, მდინარაძემ იკითხაო და საერთოდ არ ყოფილა მსგავსი [კითხვა], ჩემთან მიმართებაში კითხვა მომაწერეთ, რომელიც საერთოდ არ დამისვამს. წარმოვიდგინე, დაშვებას რომ აკეთებთ ვიღაც არ განიზრახავს 2/3 დაბლოკოს. უკვე წარმოვიდგინე თქვენ რომ იყოთ, ან თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, როგორ გაიჭედება სიტუაცია. აქ დღისით, მზისით მეუბნებით ისეთ რაიმეს, რა კითხვაც არ დამისვამს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.