leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: თქვენი წარმოდგენილი ვეტო პროცესის ჩიხში შეყვანისკენაა მიმართული

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა და სთხოვა დაეზუსტებინა, რატომ არიან აღნიშნული ცვლილებების წინააღმდეგი.

“პროცესის ჩიხში შეყვანის მომხრე ხართ? რადგან თქვენი შემოთავაზება გულისხმობს, რომ პროცესი დიდი ალბათობით და ყველა წინაპირობის გათვალისწინებით შეიძლება ჩიხში შევიდეს. თქვენი წარმოდგენილი ვეტო სწორედ აქეთკენაა მიმართული”, – აღნიშნა წილოსანმა.

ნინო წილოსანმა ასევე თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებზე წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაყენება უფრო მნიშვნელოვანია.

“რამე პირადი ზიზღი გაქვთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ? თუ რატომ არ ეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ გადაცემული მანდატით მმართველმა გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილებები. რატომ აპელირებთ კონსენსუსზე, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს ახსენებთ და მის მიხედვით ახორციელებთ ცვლილებებს? საერთაშორისო პარტნიორები კი არა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელეთ თქვენც და ქალბატონმა სალომემაც, ძალიან გთხოვთ”, – მიმართა წილოსანმა მსხილაძეს.

ასევე იხილეთ