leaderboard_below_slide
left_sabechdi

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ინნ დეველოპმენტი“ გლდანში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო და  დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, დეველოპერული კომპანია „ინნ დეველოპმენტი” ახალ სამშენებლო პროექტს,  „გლდანი ინნ“-ს ახორციელებს. 

პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონ დოლარს შეადგენს.

დეველოპერული პროექტი გლდანის ურბანულ ცენტრში, „სითი მოლი გლდანის“ გვერდით, ი.ვეკუას ქუჩაზე ხორციელდება. საცხოვრებელი კომპლექსი  26,125 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ის ოთხ საცხოვრებელ 9-, 23-, 28- და 32-სართულიან შენობას, კომერციულ, საოფისე, რეკრეაციულ სივრცეებს, ველო და სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედანს, ბავშვთა გასართობ და მოსასვენებელ  სივრცეებს გააერთიანებს.  

პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის მცხოვრებლებს 2028 წელს, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ.

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. „საქართველოს ბანკსა“ და „ინნ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ერთობლივად არაერთ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ დღემდე. ამჯერად, ჩვენი ჩართულობით, გლდანში ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ჩვენი თანამშრომლობა, არამხოლოდ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას, არამედ, მომავალი მობინადრეებისთვის სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

„ჩვენთვის  „გლდანი ინნ“    თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე მორგებული და გარემოზე ნაფიქრი პროექტია.  ხაზი მინდა გავუსვა პროექტის სამშენებლო მიმართებას, „გლდანი ინნ“ ორიენტირებულია ხარისხზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე სტანდარტების დაცვაზე. საცხოვრებელი კომპლექსი ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით იქმნება და მაქსიმალურ მდგრადობას ითვალისწინებს. პროექტზე ქალაქის ცნობილმა არქიტექტორების გუნდმა  და კომპანია „ჰაუსარტმა“ იმუშავა. პროექტში მაღალი კლასის, სერთიფიცირებული, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები გამოიყენება.    კომპლექსი ფუნქციურობიდან და ლოკაციიდან გამომდინარე შესაძლოა ჩამოყალიბდეს რაიონის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა სერვისი მცხოვრებლებისთთვის თუ საქმიანი ადამიანებისთვის ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი“, – განაცხადა, „გლდანი ინნ“-ის თანადამფუძნებელმა, ლერი ვარდოშვილმა.

„მაღალი კლასის საცხოვრებელ კომპლექსს  ფუნქციურობა და მდებარეობა გამოარჩევს, რომელიც აქტიური ცხოვრების და კომერციის შერწყმის ადგილია.  მისი გარემოსთან ადაპტაცია, დახვეწილი დიზაინი და სწორი დატვირთვა მცხოვრებლებს ცხოვრების განსხვავებულ  გამოცდილებას სთავაზობს. 20000 კვადრატულ მეტრზე განაწილებული შიდა ეზო კი გამორჩეულ გარემოსა და კომფორტს ჰპირდება. თითოეულ მობინადრეს აქვს პრივილეგია, ეზოდან გაუსვლელად ისარგებლოს „სითი მოლი გლდანის“ ყველა ბენეფიტით. კომპლექსიდან 150 მეტრში მდებარეობს მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“. სადარბაზო მოიცავს ლობის ტიპის მისაღებს, თითოეულ ბლოკში გათვალისწინებულია მიწისქვეშა საპარკინგე ზონა. ყველა ეს დეტალი, ერთად, ქმნის კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე ცხოვრების ყველა პირობას რაიონის ცენტრში“, – განაცხადა „გლდანი ინნ“-ის თანადამფუძნებელმა, ბუბა ჩანქსელიანმა.  

 

ასევე იხილეთ