top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: მინიმუმ სამი ტელევიზია და რამდენიმე ათეული პლატფორმა რამდენიმე დღეა, გამალებით აჯერებს საზოგადოებას, რომ ერთპარტიულია ცესკო

“მინიმუმ სამი ტელევიზია და რამდენიმე ათეული პლატფორმა რამდენიმე დღეა, გამალებით აჯერებს საზოგადოებას, რომ ერთპარტიულია ცესკო. ამ შემთხვევაში ეს „ერთპარტიული” ტყუილია თუ მართალი? შემთხვევით 9 პარტია ხომ არ არის წარმოდგენილი?”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსზე დადებული ვეტოს განხილვისას.

„სამი დღეა, და ზოგადად, თვეებია, მიდის საუბარი, ერთპარტიული ცესკო და ასე შემდეგ. აღარ გვინდა სიღრმეში შესვლა, მინიმუმ სამი ტელევიზია და რამდენიმე ათეული პლატფორმა რამდენიმე დღეა, გამალებით აჯერებს საზოგადოებას, რომ ერთპარტიულია ცესკო. ამ შემთხვევაში ეს „ერთპარტიული” ტყუილია თუ მართალი? შემთხვევით 9 პარტია ხომ არ არის წარმოდგენილი? უფრო ნაკლები პროფესიული წარმომადგენლობა ხომ არ არის?

ასევე იქნებ, გვითხრათ, ერთ საკითხთან დაკავშირებით – უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებაში პრობლემა რაშია? უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ცესკო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებს ორი მესამედით. თქვენ შეიძლება, თქვათ, რომ ლეგიტიმაციის ხარისხი იკლებს. ამაზე დაგისვეს შეკითხვა – როგორ, რამდენით იკლებს – 10%-ით, 99%-ით? პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხი, 76 ხმით რომ გადის საკითხი, რაღაცაზე ნაკლებია, არ არის ის გადაწყვეტილება მიღებული, არ მიიჩნევთ თქვენ ამას დემოკრატიულ პრინციპად თუ რასთან გვაქვს საქმე? იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ორი მესამედი იქნება, „ნაცმოძრაობის“ იმ კლასტერს, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავთ, შეუძლიათ თუ არა, დაბლოკონ ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – განაცხად მამუკა მდინარაძემ.

საარჩევნო კოდექსზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნებიდან ირკვევა, რომ ზურაბიშვილისთვის მიუღებელია, რომ ცესკოს, გადაწყვეტილების მისაღებად ორ/მესამედიანი კვორუმის, ანუ 12-ხმის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება. გარდა ამისა, ზურაბიშვილი იმ საბჭოს შენარჩუნებას ითხოვს, რომელიც წლებია არასამთავრობო სექტორის უარის მიზეზით აღარ არსებობს.

ასევე იხილეთ