leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობის” ძალადობრივი მეთოდები იგივეა, საზოგადოების მორიგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში დაელოდონ

“ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, ეს პროცესი მათ ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„სახეები ერთია, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა. შესაბამისად, ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. მათ განაჩენი საზოგადოებამ არაერთხელ გამოუტანა, შემდეგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში დაელოდონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ