leaderboard_below_slide
left_sabechdi

თემურ ქეცბაია: ბოლო თამაშია ქვეჯგუფში და კიდევ გვაქვს შანსი იმის, რომ გავიდეთ მომავალ ეტაპზე

„ისტორიული დღეებია და მით უმეტეს, ეს დღეები თუ გაგვიგრძელდება კიდევ ჩვენი გუნდის გასვლით, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი იქნება ამით”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა.

„ბოლო თამაშია ქვეჯგუფში და კიდევ გვაქვს შანსი იმის, რომ გავიდეთ მომავალ ეტაპზე. ეს ამ ბიჭების დამსახურებაა. უფრო მეტი ქულის აღება შეიძლებოდა ამ ორ თამაშში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. იმედია, დღეს ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გაახარონ ის გულშემატკივრები, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები და მთელი საქართველო, რომელიც ამ თამაშს ელოდება.

ისტორიული დღეებია და მით უმეტეს, ეს დღეები თუ გაგვიგრძელდება კიდევ ჩვენი გუნდის გასვლით, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი იქნება ამით.

პორტუგალიის კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმაც აჩვენეს ამ თამაშებში, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია, რომ ამ დონეზე ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ