საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან გამართავს, რომელსაც პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.