leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს

“მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს – გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი ეხმაურება უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩს ბელგიასთან, სადაც უკრაინას ჯგუფიდან გასასვლელად ბელგიის დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

“ძლიერი ერი ის არის, რომელიც ინარჩუნებს ერთიანობას და ერთმანეთს უჭერს მხარს ყველა დროს, მარცხების დროსაც და გამარჯვებების დროსაც.

დღეს მადლობას ვუხდით ფეხბურთში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს.

გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით.

ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!

უკრაინის გამარჯვება.

მანამდე კი დარტყმას ვუძლებთ, ვდგებით, რათა წინსვლა გავაგრძელოთ, რათა მომავალში უფრო ძლიერები გავხდეთ!

დიდება უკრაინას!”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე იხილეთ