ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველ ტაიმში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გოლი პორტუგალიის ნაკრების კარში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა.
შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.