top_leaderboard
left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია: ასეთი გახარებული მართლა არასოდეს ვყოფილვარ, ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ

„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული მართლა არასოდეს ვყოფილვარ”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

„ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ახლა საქართველოში ბევრია ბედნიერი და ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს. ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით და გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ ესე იგი იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ და დღეს ძალიან ბედნიერები ვართ “, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.

ასევე იხილეთ