leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილინოისის სასამართლომ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

ილინოისის შტატის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ილინოისში „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა, რომელიც 19 მარტს უნდა ჩატარდეს.

სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში ტრამპის როლის გამო მიიღო.

ტრამპის კამპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელსაც სასწრაფოდ გაასაჩივრებენ.

მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება კოლორადოსა და მენშიც მიიღეს, თუმცა, დონალდ ტრამპმა ორივე გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის გამოც, მათი აღსრულება ჯერჯერობით შეჩერებულია.

 

ასევე იხილეთ