top_leaderboard
left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია: ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ – ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია

„ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. სადაც ერთი პროცენტია შანსი, სადაც არის რწმენა,ლ რომ ყველაფერს გააკეთებ ეს დავამტკიცეთ ჩვენ და ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვარაცხელიამ ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

„ქომაგებმა ძალიან დიდი მუხტი მოგცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში. ჩვენ მოედანზე აბსოლუტურად დამუხტულები ვთამაშობდით. ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ და კიდევ გვაქვს შანსი, რომ წინ და წინ ვიაროთ ყველამ ერთად“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.

ასევე იხილეთ