top_leaderboard
left_sabechdi

CNN: საქართველომ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველად ასპარეზობს დიდ ტურნირზე, გულშემატკივრების გული დაიპყრო

ტელეკომპანია CNN საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლას ეხმაურება და პორტუგალიაზე გამარჯვებას სენსაციას უწოდებს.

„საქართველომ ევრო 2024-ზე აქამდე ყველაზე დიდი მოულოდნელი შედეგი აჩვენა პორტუგალიასთან სენსაციური გამარჯვებითა და მერვედფინალში გასვლით“, – წერს CNN.

საქართველომ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველად ასპარეზობს დიდ ტურნირზე, გულშემატკივრების გული დაიპყრო თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით.

„ეს ფეხბურთის უდიდესი ღამე იყო ქვეყნის ისტორიაში“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე იხილეთ