საქართველომ ისტორია დაწერა და პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, პლეი-ოფში გადავიდა, – ამის შესახებ გამოცემა Eurosport-ი წერს.
„ანტონიო სილვას მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ, ნაპოლის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი ჟორჟ მიქაუტაძისგან მიიღო და 93-ე წამზე ანგარიში გახსნა. იმავე მიქაუტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა და ტურნირზე თავისი მესამე გოლი გაიტანა. სანიოლის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება,“- ნათქვამია პუბლიკაციაში.