left_sabechdi

ჰელსინკის კომისია: ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას

ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმაურება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ასევე იხილეთ