left_sabechdi

CNN: გელზენკირხენში ისეთი ღრიალი გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში

„სიენენი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინგამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

„გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“, – წერს „სიენენი“.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ასევე იხილეთ