top_leaderboard
left_sabechdi

„ნიუ-იორკ თაიმსი“: საქართველოს მიერ პორტუგალიის დამარცხება ევრო 2024-ის უდიდესი შოკია, ესპანეთთან მატჩში ქართველები კიდევ ერთი გადატრიალების მოხდენას შეეცდებიან​

საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ევრო-2024-ის აფასებს.

„ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითაც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეიოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს გამოცემა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველომ პირველი გოლი, მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მექაუტაძის პენალტი მოჰყვა.

„საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა – კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც 100-პროცენტიანი მოგების მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ“, – წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

ასევე იხილეთ