top_leaderboard
left_sabechdi

დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოდგენილი იყო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO“

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.  საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოდგენილი იყო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO“.

ოთხდღიან გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ დამთვალიერებელს გააცნო  საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით. ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა. გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება დაცული ტერიტორიების სალაშქრო მიმართულებებმა გამოიწვია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების  ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების  და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 67,6 %-ით გაიზარდა.

საერთაშორისო გამოფენაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდის სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი მასპინძლობდნენ.

ასევე იხილეთ