top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ, რომ ბევრი უცხოელიც იყო მხარდამჭერი ჩვენი ეროვნული ნაკრების და ბევრის გული გაახარეს

“ვნახეთ, რომ ბევრი უცხოელიც იყო მხარდამჭერი ჩვენი ეროვნული ნაკრების და ბევრის გული გაახარეს, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ, ფეხბურთის სხვა გულშემატკივრების”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ სხდომის დროსაც გვექნება შესაძლებლობა, თუმცა ბიუროს ფორმატშიც მინდა მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება, მერვედფინალში გასვლა. გუშინ ყველა ვღელავდით, ყველა ვგულშემატკივრობდით, მთელი ქვეყანა და არა მხოლოდ ჩვენ.

ვნახეთ, რომ ბევრი უცხოელიც იყო მხარდამჭერი ჩვენი ეროვნული ნაკრების და ბევრის გული გაახარეს, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ, ფეხბურთის სხვა გულშემატკივრების.

ასე, რომ მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება არის“, -აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

 

ასევე იხილეთ