top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია, ოჯახური ღირებულებების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

,,საქართველოს პარლამენტმა, 17 მაისს, ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც მთლიანად საქართველოში ჩატარდა, სადაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ თავისი გამოსვლით ქუჩაში დაადასტურა მხარდაჭერა ამ პაკეტისა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის კენჭის ყრის დროს განაცხადა.

,,საქართველოს პარლამენტმა, 17 მაისს ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც მთლიანად საქართველოში ჩატარდა, სადაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ თავისი გამოსვლით ქუჩაში დაადასტურა მხარდაჭერა ამ პაკეტისა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად. დღეს, პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და პირველი მოსმენით მივიღეთ ეს პაკეტი.

გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი და იცით, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებას ჭირდება ხმათა რაოდენობის ¾ . ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში, ამიტომ ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში და მათ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით. ისინი ამ პასუხისმგებლობას, რომ თავისი პოზიცია დააფიქსირონ ვერ გაექცევიან, საზოგადოების წინაშე ამ პოზიციის დაფიქსირება მოუწევთ. ასე რომ, ეს კენჭისყრა გადაიდება, იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიციას ვიხილავთ დარბაზში,’’ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ