top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა ფეხბურთელებმა მთელს მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად გამარჯვება ევროპულ მოედანზე

არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.

„ბრწყინვალე თამაში ჩაატარეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულს, ვინაიდან იბრძოლეს ბოლომდე, იბრძოლეს საქართველოსთვის და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად გამარჯვება ევროპულ მოედანზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ასევე იხილეთ