top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ვულოცავ ქართულ ფეხბურთს და მთელს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ გამარჯვებას

“ვულოცავ ქართულ ფეხბურთს და მთელს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ გამარჯვებას”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ემოცია მე მახსენდება 1981 წელს, როდესაც „დინამომ“ თასების თასი მოიგო, მაგრამ ალბათ ამ ემოციამ გადააჭარბა“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ასევე იხილეთ