ეროვნული ნაკრების წევრმა, ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“ვაგრძელებთ ისტორიის წერას…. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა”,– წერს დავითაშვილი ფეისბუქზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.