არჩილ თალაკვაძე NDI-ის მიერ დაფინანსებული ოპოზიციონერების შეხვედრებზე: ეს პირდაპირ არის პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერა, თანაც არჩევნებთან ძალიან ახლო პერიოდში
NDI-ს დაფინანსებით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები შეხვედრას, ამჯერად კახეთში მართავენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც არჩევნებს უნდა დააკვირდეს, პოლიტიკური აქტივობების დაფინანსება, შიდა პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავს.
„კითხვის ნიშნები გააჩინა იმან, რომ არჩევნებამდე ძალიან ახლო პერიოდში პოლიტიკოსები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიას ატარებენ რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ ამით რაღაც ელექტორალურ შედეგებს ვერ მიიღებენ, კითხვის ნიშნები გაჩნდა და კარგი იქნება, რომ ამაზე განმარტებები გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერა, თანაც არჩევნებთან ძალიან ახლო პერიოდში“, – მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.