უკრაინამ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იუწყება.
„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“,– წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკვე თითქმის 8 მილიარდ ევროს მიაღწია.
ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility -ის ფარგლებში დახმარების პირველი ტრანში, 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით, 20 მარტს გადასცა.