საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მადლობა, ბიჭებო!
და განსაკუთრებული მადლობა კვარას!
ამ ბიჭებმა საქართველოში ფეხბურთი დააბრუნეს.
ამ ბიჭებმა საქართველოში ფეხბურთი გააცოცხლეს!
ამ ბიჭებმა ღიმილი და ერთობა დაუბრუნეს ერს!
⚽️
კვარამ დაიწყო.
ნურავინ ნუ მიწყენს, მაგრამ…
კვარამ დაიწყო ეს ყველაფერი სამი წლის წინ და მერე მიყვა და მიყვა…
კვარას მაისურებით დადიოდნენ ბავშვები ეზოებში და დღეს, ჩვენდა საბედნიეროდ, კვარას, მამარდას, მიქაუტაძის, ბუდუს, კაშიას, კანკავას, კვეკვეს, ჩაკვეს და საქართველოს ნაკრების ბიჭების მაისურებით თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს…
და რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციამ ჩაუყარა საფუძველი ამ ყველაფრის გაღვივებას.
მეტიც: ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად, საქმე მაინც კეთდებოდა.
⚽️
გმადლობთ, ბიჭებო!
მადლობა თქვენ, რომ პაიჭაძისა და იამანიძის, მესხისა და ყიფიანის, გუცაევისა და დარასელიას, შენგელიასა და ძოძუაშვილის, მაჩაიძისა და გაბელიას ქვეყანაში კვარას, მამარდას, ჩაკვეს, ბუდუს, ქოჩორას, ჟორჟის და მთელი ნაკრების სახით ფეხბურთი გააცოცხლეთ, გააღვიძეთ, დააბრუნეთ!
⚽️
გულწრფელი მადლობა ვილი სანიოლს და სამწვრთნელო შტაბს!
გულწრფელი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ლევან კობიაშვილს, სპორტისა და კულტურის სამინისტროს და თეა წულუკიანს, ფონდ “ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს, თბილისის მერიასა და კახი კალაძეს, საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებს და კერძო ორგანიზაციებს, ყველას, თითოეულ მოქალაქესა და გულშემატკივარს, – მოტივაციისთვის, რწმენისთვის, გვერდში დგომისთვის, თავდაჯერებისთვის, გაწეული ამაგისთვის და რწმენის დაბრუნებისთვის, დღემდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოტანილი გამარჯვებისთვის და თითოეული ჩვენგანის ახდენილი ოცნებისათვის!
რადგან ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა.
დიახ, დღემდე, დღევანდელ ბედნიერ წუთებამდე იმ წლებითა და ნაჯაფით მოვედით, ჯერ სამოცდაათწლიანი და საბჭოთა, და შემდეგ უკვე ოცდაათწლიანი დამოუკიდებელი საფეხბურთო ცხოვრება რომ ჰქვია…
⚽️
კალას, არველაძეების, ქინქლაძის, ქეცბაიას, კეტაშვილის, გურულის, კობის, ხიზანას, ჯამარას, ყაველას თაობის შემდეგ თქვენ ხართ, ვინც ქართული სული გააღვიძა და ბავშვური ოცნებების ახდენას სული შთაბერა, ბიჭებო!
გმადლობთ!
⚽️
საბედნიეროდ, თქვენ აღმოჩნდით ის გმირები(!), რომლებიც თავდაუზოგავად, მთელი ენერგიით, ჟინით, თავგანწირვით, სულითა და გულით იბრძვით საქართველოს სახელის სადიდებლად!
ამ შემართებისთვის მადლობა, ბიჭებო!
ამ სულისკვეთებისთვის მადლობა, ბიჭებო!
ამ გამარჯვებებისთვის მადლობა, ბიჭებო!
ხვალ უკვე აღარაა.
დღეს გაიმარჯვა საქართველომ!
დღეს თქვენ საქართველოს ახალი 26 მარტი და 13 მაისი დააბედეთ!
ასეთი ერთობით საქართველო მომავალშიც გაიმარჯვებს!
საქართველომ უკვე გაიმარჯვა!
საქართველო გამარჯვებულია!”