top_leaderboard
left_sabechdi

კახა ცხადაძე: ამ ევროპის ჩემპიონატმა ყველას დაანახა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა

“პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები მოხვდა ამხელა ტურნირზე, ვიხილეთ პირველი გოლი, შემდეგ პირველი ქულა. ყველა ელოდა, რომ პირველი გამარჯვებაც იქნებოდა და ეს გამარჯვებაც აჩუქა ჩვენმა გუნდმა გულშემატკივარს და ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა ცხადაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დამერწმუნეთ, ამ ევროპის ჩემპიონატმა ყველას დაანახა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და არავის ჩამორჩება ტალანტებით. უბრალოდ ჩვენ ცოტანი ვართ, თორემ არც ბრაზილიას ჩამოვრჩებით, არც პორტუგალიას, არც ესპანეთს. ამიტომ უნდა გაგრძელდეს ფეხბურთის დახმარება და უფრო მეტი და მეტი წარმატება იქნება“, – განაცხადა ცხადაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ