leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა – აუცილებელია ჩატარდეს რაც შეიძლება მეტი ტურნირი და ამ მიდგომამ გაზარდა წარმატებული სპორტსმენების რიცხვი

„დღეს საქართველოში ადამიანებმა აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებით გაიღვიძეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ნებისმიერ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ, ჩათვლიან საჭიროდ, გაათმაგებული ენერგიით იშრომონ და ისეთივე დიდი გამარჯვებები მოუტანონ თავიანთ ქვეყანას, როგორც ჩვენმა ნაკრებმა მოუტანა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მთელი მსოფლიო საქართველოზე საუბრობს და ეს იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომელიც სახელისუფლებო გუნდმა 2012 წლის შემდეგ სპორტში გასწია.

„ის, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემდეგ სპორტში განახორციელა, თავისთავად ვერ მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა, აუცილებელია ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი ტურნირი და სპორტი ქვეყანაში იყოს პრიორიტეტული. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჩატარდა მაღალი დონის ტურნირები. ამ ყველაფერმა კი მოიტანა, იმ ადამიანთა რიცხვის გამრავლება, რომლებიც დღეს უკვე სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებას მიაღწიეს. 

ნებისმიერი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება ზრდის ადამიანების საქმისადმი დამოკიდებულებას, ინტერესს და ხარისხს. დღეს საქართველოში ადამიანებმა აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებით გაიღვიძეს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ ჩათვლიან საჭიროდ გაათმაგებული ენერგიით იშრომონ და ისეთივე დიდი გამარჯვებები მოუტანონ თავიანთ ქვეყანას, როგორც ჩვენმა ნაკრებმა.

მადლობა ბიჭებს, იმისთვის, რომ უდიდესი სიხარული გვაჩუქეს. დღეს საქართველო კიდევ უფრო ცნობილი გახდა მსოფლიოში, განსაკუთრებით ფეხბურთით. მთელი მსოფლიო დღეს საქართველოზე საუბრობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ