top_leaderboard
left_sabechdi

ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩში გამარჯვებას და ისტორიულ შედეგს ულოცავს. ამის შესახებ ჩინეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ისტორიულ მიღწევას. ერთი გოლი, ერთი ფრე და ერთი გამარჯვება, ჩინეთის ნაკრები ასევე ოცნებობდა ამაზე, როდესაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა… თქვენ ეს შეძელით! გააგრძელეთ ბრძოლა!“, – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ასევე იხილეთ