„საქართველო NATO-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულად ვინ წავა NATO-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა NATO-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი “, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.