ლევან კობიაშვილი: უბრალოდ ამაყები ვართ და გვიხარია, რომ ასეთი ნაკრები გვყავს, ბედნიერები ვართ და ვტკბებით ამ ყველაფრით
„უბრალოდ ამაყები ვართ და გვიხარია, რომ ასეთი ნაკრები გვყავს, ბედნიერები ვართ და ვტკბებით ამ ყველაფრით”, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.
„წარმოუდგენელი დღე იყო გუშინ. ძნელია სიტყვები ვიპოვოთ, რომელიც იმ [გამარჯვების] ემოციებს გადმოსცემს. ყოველთვის ვიცოდით, გვჯეროდა და გვწამდა იმის, რომ ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და გუშინ ეს ყველაფერი მოედანზე ვნახეთ. თუ გადავხედავთ [ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ] სამივე თამაშის ბოლო მონაკვეთებს, რომელიც წარსულში ყოველთვის იყო ხოლმე ჩვენი ნაკრებების რთული პერიოდი, ეს დაღლა არ ეტყობა გუნდს, პირიქით – უფრო მობილიზებულები არიან, ძლიერები. უბრალოდ ამაყები ვართ და გვიხარია, რომ ასეთი ნაკრები გვყავს, ბედნიერები ვართ და ვტკბებით ამ ყველაფრით“, – აღნიშნა კობიაშვილმა.