top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ. ყოველ ჯერზე იღებენ პოლიტიკურ ფრანკენშტაინს

„როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ., საბოლოო ჯამში, ყოველ ჯერზე იღებენ პოლიტიკურ ფრანკენშტაინს, რომელიც არის მონსტრი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა პაპუაშვილს ჰკითხა, როგორ აფასებს ოპოზიციის გზავნილს, რომ ვისაც უნდა ევროპა, არჩევნებზე მათ უნდა დაუჭირონ მხარი.

„ბრიუსელში რომ მოაწერეს მემორანდუმს ხელი, ეს არის ზუსტად ნიშანი, თუ რასთან გვაქვს საქმე. უცხო პოლიტიკური ჯგუფების და ქვეყნების ნებით მოქმედი პოლიტიკური ძალა კარგს ვერასდროს მოუტანს საკუთარ ქვეყანას. მხოლოდ ზიანს მოუტანს. ეს არის საქართველოს თანამედროვე გამოცდილებაც გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. როდესაც პოლიტიკური ძალა მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად დააზიანებს საკუთარ ქვეყანას. ოპოზიციის ამ კონგლომერატს, რასაც ვუყურებთ, სინამდვილეში აქვს და ჰქონდა ყოველთვის და იღებს ფრანკენშტაინის ფორმას. ეს არის მათი პრობლემა, რომ როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ., საბოლოო ჯამში, ყოველ ჯერზე იღებენ პოლიტიკურ ფრანკენშტაინს, რომელიც არის მონსტრი და არ აქვს არანაირი იდეა. ამიტომაც არის, რომ ყოველ ჯერზე მოსახლეობა ამას შესაბამის პასუხს გასცემს ხოლმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ