top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ეს არის ზუსტად ტენდენცია როგორც ჩანს, რომელიც გაჰყვება ზოგიერთ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, რომ იქნება ფართო თვალებით შეხედვა „ქართული ოცნებისთვის“ და თვალების დახუჭვა ოპოზიციის მიმართ

„ეს არის ზუსტად ტენდენცია როგორც ჩანს, ეს იქნება წითელი ხაზი, რომელიც გაჰყვება ზოგიერთ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, იქნება ფართო თვალებით შეხედვა „ქართული ოცნებისთვის“ და თვალების დახუჭვა ოპოზიციის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ISFED-მა წარმოადგინა ვითომ შუალედური ანგარიში [წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით]. მათ ჰკითხეს სხვადასხვა მაგალითთან დაკავშირებით, NDI-სთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან, რომ აღმოჩნდა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ აფინანსებს „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტულ განყოფილებას „ტაბულას“ და ბენეფიტს აძლევს პარტიას. თავიანთ ანგარიშში [ISFED-ს] არც აქვს ნახსენები, თვალს უხუჭავენ პირდაპირ და მედიის კითხვას ასე უპასუხეს, რომ ამისთვის არსებობს ანტიკორუფციული ბიურო და მათ უნდა შეისწავლონ პარტიების დაფინანსება. ეგრე ცესკო-ც არსებობს არჩევნებისთვის და რაში იღებენ გრანტებს, რაში ხარჯავენ ფულს და რაში იღებენ ხელფასებს?! თუ ამბობენ, რომ არიან დამკვირვებლები, მათი მანდატია პარტიების დაფინანსებებსაც დააკვირდნენ. ეს არის ზუსტად ტენდენცია როგორც ჩანს, ეს იქნება წითელი ხაზი, რომელიც გაჰყვება ზოგიერთ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, იქნება ფართო თვალებით შეხედვა „ქართული ოცნებისთვის“ და თვალების დახუჭვა ოპოზიციის მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ