top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: NDI თუ არის დამკვირვებელი და პარალელურად აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის სააგიტაციო შეხვედრებს, ეს ეწინააღმდეგება ეთიკას

„მოგვიწოდებენ, რომ არჩევნების სტანდარტები იყოს დაცული და ამას მოგვიწოდებენ ისინი, რომლებიც აცდენილი არიან სტანდარტებს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სადამკვირებლო ორგანიზაცია NDI -ზე საუბრისას განაცხადა.

„უცხოური დონორები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, ამავე დროს ქარტიის ხელმომწერ პარტიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო ტურნეს უფინანსებს. როდესაც დამკვირვებელი, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, აფინანსებს ოპოზიციის გაერთიანების წინასაარჩევნო ტურნეებს, ეს არის პირდაპირ დარღვევა დამკვირვებელი ორგანიზაციის ეთიკისა და ქცევის კოდექსისა. NDI თუ ახლა არის დამკვირვებელი და პარალელურად აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის სააგიტაციო შეხვედრებს, ეს ეწინააღმდეგება ეთიკას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

NDI, რომელიც არჩევნებს უნდა დააკვირდეს და ობიექტური დასკვნა გამოაქვეყნოს, პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში. სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ორგანიზება გაუწია ქალი დეპუტატების შეხვედრებს რეგიონებში.

ასევე იხილეთ