top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: როგორც კვლევები გვაჩვენებდა და ვამბობდით კიდეც, მივდივართ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზაზე

„როგორც კვლევები გვაჩვენებდა და ვამბობდით კიდეც, მივდივართ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზაზე”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„როგორც კვლევები გვაჩვენებდა და ვამბობდით კიდეც, მივდივართ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზაზე. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რასაც მოსახლეობა ხედავს, ოპოზიციის ამ ფრანკენშტაინულ წარმონაქმნს, არ აქვს არანაირი იდეა. სულ უფრო მეტად მყარდება ჩვენთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები. მოსახლეობას 26 ოქტომბერს ბევრი რამის გამო ექნება ადვილი არჩევანი. მათ შორის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ახლა მინდა ვთქვა, არის ის, რომ მას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის. სახელმწიფომ ბევრ რამეზე აიღო პასუხისმგებლობა, მათ შორის სპორტზეც და ამ შედეგებამდე [ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა] გავედით, ქვეყანა აარიდა ომს და ოპოზიციას კი იდეა არ აქვს. მათთვის პოლიტიკური დღის წესრიგი იწყება იმით, უცხო ქვეყანაში რომელიმე პრესმდივანი რა პრესკონფერენციას ჩაატარებს, რა თემას დააყენებს და შემდეგ ეს გადმოაქვთ შიდა პოლიტიკურ დისკუსიაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ